|
2024-09-19 12:38:36, 610 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 42 "შაჰიდი" და ერთი რაკეტა ჩამოვაგდეთ
გასულ ღამეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული ერთი საავიაციო მართვადი რაკეტა X-59/69 და 42 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. მათი ცნობით, დრონები დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცის, ჟიტომირის, როვენის, ჩერკასის, კიროვგრადის, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს. "ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქზე ბელგოროდის ოლქიდან 3 S-300-S-400-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით, ერთი X-59/69-ის ტიპის რაკეტითა და 42 "შაჰიდის" ტიპის დრონით იერიში მიიტანეს", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)