19:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 11:58:50, 319 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი ჰომოფობიურ კანონზე - ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის

"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს და გაზრდის დისკრიმინაციას, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი  სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ბორელი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღნიშნული კანონი გაიწვიოს.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", რომელიც ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, გაზრდის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას. მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელსაც ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გადაჰყავს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან", - წერს ბორელი.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ჰომოფობიური კანონპროექტი, სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", მესამე მოსმენით მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics