02:33 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 12:18:49, 725 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველი: დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა უნდა იყოს პასუხი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მომხრეა. როგორც ნანუაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ორგანოს შექმნა ბოლო სამი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაცია იყო:

"მსგავსი ორგანოს შექმნა სწორედაც იყო ჩვენი ინიციატივა.  ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს რეკომენდაცია ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ჩვენს საპარლამენტო ანგარიშებში. ვხედავთ რომ პრობლემა კვლავ არსებობს ამ სფეროში. ამიტომ, აუცილებელია სისტემურ პრობლემებზე სისტემური პასუხის გაცემა და სწორედ ასეთი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა უნდა იყოს პასუხი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე ამწუთებში მსჯელობენ. კანონპროექტი  20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა და ის დამოუკდიებელი ორგანოს შექმნას გულისხმობს.  კომისია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დანაშაულებს გამოიძიებს და  არც პროკურატურას და არც სამინისტროებს არ დაექვემდაბარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics