02:34 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-17 11:24:58, 377 ნახვა

მსოფლიო
The Times - დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე იარაღის გამოყენების ნებართვას აშშ-სთან შეთანხმების გარეშე არ მისცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების გარეშე არ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე აშშ უკრაინას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მწვანე შუქს აუნთებს. 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, დასავლელ მოკავშირეებს საერთო სტრატეგიის დასახვა სჭირდებათ.

“მნიშვნელოვანია, რომ, როგორც უკრაინის მხარდამჭერ მოკავშირეებს, გვქონდეს სტრატეგია მომავალში გამარჯვებისთვის. ახლა ჩვენ ამას განვიხილავთ აშშ-სთან და სხვა მთავარ მოკავშირეებთან, თუმცა, რა თქმა უნდა, მივემართებით გენერალურ ასამბლეაზე, სადაც შევხვდებით ზელენსკის“,- აღნიშნა ლემიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics