|
2024-09-16 15:05:23, 807 ნახვა
რეგიონი
როლანდ ბერიძე ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიას დაბა ქედის და წონიარისის საჯარო სკოლებში დაესწრო
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან ცინცაძესთან და რესურსცენტრის უფროსთან, დურმიშხან შავიშვილთან ერთად, დაბა ქედის და წონიარისის საჯარო სკოლებში დაესწრო. „გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. განსაკუთრებით გულთბილად მინდა მივულოცო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა პირველკლასელებს, მათთვის დღეს პირველად დაირეკა ზარი. ნაყოფიერ და წარმატებულ წლებს გისურვებთ, თქვენი ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ. დაბა ქედის საჯარო სკოლაში ტრადიციად იქცა ხის დარგვის ცერემონია, რომელიც პირველკლასელებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დარგეს. ქედის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი 29-ვე საჯარო სკოლაში განახლდა. წელს სულ 155 პირველკლასელია რეგისტრირებული. ადგილობრივი თვითმმაეთველობის წარმომადგენლები ყველა საჯარო სკოლას ეწვივნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)