20:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 13:05:38, 286 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები დღეს ჩიბათისა და შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა.  

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სარიშვილმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეებთან შეხვედრისას განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.  

„მოქალაქეებთან განვიხილეთ მათთვის პრიორიტეტული საკითხები და განხორციელებული პროექტები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით გავაკეთეთ, ასევე, განვიხილეთ ის პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარებისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. სოფელ ჩიბათში ვიწყებთ თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის სრულს რეაბილიტაციას, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტიქიის შედეგად დაზიანებულ კულტურის შენობის სახურავს, კოლხეთის ეროვნულ პარკისკენ მიმავალ 9-კილომეტრიანი გზაზე მოეწყო ღია კაფე, დაიგო გზა და მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები. სოფელ შუხუთის ცენტრში მოეწყო ხელოვნურსაფრიანი მინისტადიონი, დამისამართებულია ქუჩები, რეაბილიტირდა შიდა მიმოსვლის გზები. სოფლებში მოეწყო გარე განათება და ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები. 

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის“,- აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics