|
2024-09-13 12:40:37, 496 ნახვა
ომი უკრაინაში
ლემი - დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკრაინას იარაღი უნდა მისცენ, რომელიც მას რუსეთზე გამარჯვებისთვის სჭირდება
დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას იარაღი უნდა მისცენ, რომელიც მას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებისთვის სჭირდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა. ლემის თქმით, მომავალი თვეები გადამწყვეტი პერიოდი იქნება ბრძოლაში, რათა "რუსეთს უპირატესობის მიღებაში ხელი შეეშალოს". "ეს არის გადამწყვეტი პერიოდი ბრძოლაში, რათა რუსეთს ზამთარში უპირატესობის მიღებაში ხელი შეეშალოს. ჩვენ ასევე ვართ აქ, რა თქმა უნდა, იმ დროს, როდესაც აშკარად ჩანს, რომ რუსეთი, თავის მეგობარ ირანთან ერთად, ესკალაციას ახორციელებს და იღებს ბალისტიკური რაკეტების პარტიას. ბალისტიკური რაკეტების, რომლებსაც გამოიყენებენ ზამთარში, სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და რაც სიცოცხლის ფასი დაჯდება", - განაცხადა ლემიმ.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)