03:39 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 09:29:30, 413 ნახვა

მსოფლიო
ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა - დაშავებულია 800 ადამიანი

ვიეტნამში ტაიფუნ "იაგის" მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა - დაშავებულია, სულ მცირე, 800 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტაიფუნ "იაგის" შედეგად გამოწვეული მეწყერებისა და წყალდიდობების გამო, 100 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

"მეწყერებისა და წყალდიდობების შედეგად ჩრდილოეთ ვიეტნამში 200 000 ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი მიწა დატბორა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალიამ, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ ვიეტნამს დახმარებას გაუგზავნიან",- ამბობენ ქვეყნის მთავრობაში. ​​​​​​​

სტიქიის გამო, ვიეტნამის რამდენიმე ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics