03:40 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 09:06:11, 433 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმას ვგმობ, რომლის დროსაც წითელი ჯვრის 3 თანამშრომელი დაიღუპა

რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმას ვგმობ, რომლის დროსაც „წითელი ჯვრის“ 3 თანამშრომელი დაიღუპა,- ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

ბორელის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყვნენ სამიზნე.

"მკაცრად ვგმობ დონეცკის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდავი სატვირთო მანქანის დაბომბვას, რის შედეგადაც დაიღუპა „წითელი ჯვრის" 3 თანამშრომელი და რამდენიმე კი დაშავდა. ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყვნენ სამიზნე. რუსეთი პასუხს აგებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა დარღვევისთვის”,- წერს ბორელი.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" 3 თანამშრომელი გუშინ, 12 სექტემბერს დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics