21:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 14:55:30, 299 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე საარჩევნო სიაში მყოფ სპორტსმენებზე გაკეთებულ განცხადებებზე - ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური გამოხმაურების გაგრძელება

ეს არის იმ ლიბერალურ-ფაშისტური გამოხმაურების გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და მათი მხარდამჭერების, ასევე, კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში კანდიდატებად წარდგენილი სპორტსმენების ირგვლივ მიმდინარე საკითხზე. 

კალაძის თქმით, "როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი უკვე აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია".

„ამ ადამიანებმა ვერ ისწავლეს ჭკუა. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი უკვე გვაჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. რადიკალიზმს, ბოროტებას საზოგადოება 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს. საქართველოში, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში, არ არის ადგილი ბოროტების და იმ ძალების, რომლებიც თავანთი გადადგმული ნაბიჯებით ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, არიან მოღალატეები, აგენტები. ასეთი ადამიანების ადგილი არა თუ ქართულ პოლიტიკში, ზოგადად, ქვეყანაში უნდა იყოს პრობლემა და საზოგადოებას აქვს კიდეც ასეთ ადამიანებთან შესაბამისი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics