23:23 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 10:29:30, 314 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან

ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ეს არანაკლები მნიშვნელობის არჩევნები იქნება, ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე: ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა პოლიტიკური პარტიები, "რეალურად წარმოადგენენ აგენტურას" და ისინი "ქართული ოცნების" ოპონენტები არ არიან.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" "გლობალური ომის პარტიას" უწევს ოპონირებას.

"ნაცმოძრაობა", პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ აგენტურას და არა პოლიტიკურ სუბიექტებს, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები. პირიქით, ჩვენ ვუწევთ ძალიან დიდ ძალებს ოპონირებას. ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტიის ოპოზიციაში, იმდენად დიდი ძალების საერთო ინტერესი გახლავთ, რომ ეს ქვეყანა მეორე და მესამე ფრონტი იყოს, ეს ქვეყანა პლაცდარმი იყოს იმისათვის, რომ რუსეთი შესუსტდეს. ეს შეიძლება კარგი მიზანი იყოს, მაგრამ, ამისათვის ქვეყანა არ უნდა გავანადგუროთ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics