23:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 14:49:07, 333 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მზად ვართ მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის - ველოდებით, რომ აშშ-სგან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინებიან, არანაირი ზღვარი არ არსებობს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, საგარეო საქმეთა კომიტეტში დაგეგმილ იმ მოსმენასთან დაკავშირებულ შეკითხვას, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაურია. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, "სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ მაგალითად, გიგაური ისაუბრებს საქართველოს მომავალსა და დემოკრატიაზე".

„სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ მაგალითად, გიგაური ისაუბრებს საქართველოს მომავალსა და დემოკრატიაზე. გიგაური, როგორც ასეთი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, მაგრამ რეალურად, ჩვეულებრივი პოლიტიკოსია. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინებიან, არანაირი ზღვარი არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ  ურთიერთობებს, თბილისის მერი აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი თანამშრომლობისთვის მზადაა და აშშ-სგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. 

„ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის. ველოდებით, რომ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. კატეგორიულად მიუღებელია ის ცრუ პიარ კამპანია, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენდით. ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეხებოდა, თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ, აღნიშნული კანონი უბრალოდ მოგონილი თემაა.

რეალური პრობლემა და განაწყენება კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ არ დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა და საკუთარი ხალხი; არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი. ესაა რეალური პრობლემა იმ ურთიერთობების, რაც დღეს გვაქვს, თუმცა ყველაფერი დალაგდება, დამშვიდდება და დასტაბილურდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics