09:44 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 11:35:45, 288 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას და მმართველი საბჭოს შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან ერთად, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას, რომელშიც ევროპის 26 ქვეყნის წამყვანი საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მიმდინარე წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მასპინძლობს.

"საერთაშორისო კონფერენციის - "ხელოვნური ინტელექტი საპოლიციო განათლებაში" მსვლელობისას, გერმანიის, იტალიის, უკრაინის, ისრაელის, უნგრეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მონაწილეებს საპოლიციო სწავლებაში გამოყენებული ინოვაციური მიდგომების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრთა შეხვედრა, რა დროსაც  ასოციაციის ახალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით კი, კონფერენციის მონაწილეები სამომავლო აქტივობებს განიხილავენ.

ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 3 დღეს გასტანს და 11 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია AEPC-ის წევრი 17 წლის წინ გახდა, 2017 წლის 5 მაისს არჩეული იქნა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედ წევრად, ხოლო 2023 წლიდან დღემდე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიის რექტორი, ვახტანგ გაბრიჭიძე იკავებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics