09:44 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 14:18:42, 282 ნახვა

საზოგადოება
მერია - კოსტავას N74-ში ავტოფარეხების ნაცვლად დასასვენებელი სივრცე მოეწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ მერაბ კოსტავას ქუჩის N74-ში ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. სამუშაოების პირველ ეტაპზე, 10 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. 1 000 კვ. მ ფართობზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო დასასვენებელი სივრცე, საბავშვო-გასართობი ზონა, სტრიტ ბოლი, განათებისა და სარწყავი ქსელები. 

"სამუშაოების დასკვნით ეტაპზე, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

აღნიშნულ ტერიტორიაზე "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.

პროექტის ჯამური ღირებულება 300 000 ლარია.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები - ლევან არველაძე და თათია ჩახვაშვილი მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics