23:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 10:26:49, 326 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაზე - მთელმა მსოფლიომ გაიგო, თუ ვინ იდგა ამ სქემის უკან

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურის მიერ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის ფაქტს, სადაც კვლავ დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს.

კალაძის თქმით, „ქვეყანაში გამჭვირვალობა აუცილებელია, რომ მსგავსი თაღლითური გზით მოპოვებული თანხებით კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები არ დაფინანსდეს".

„ის, რომ კეზერაშვილი დაკავებული იყო პენსიონერების ძარცვით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ახალი არ არის. მთელმა მსოფლიომ გაიგო, თუ ვინ იდგა ამ სქემის უკან. კიდევ უფრო მძიმეა ის ვარაუდი, რომ ეს თანხები მიდის პოლიტიკაში, ფინანსდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი გავლით ესა თუ ის პოლიტიკური პარტიები. იმისთვის არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი, რომ  ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინოს დეკლარაცია, საზოგადოებას აჩვენოს, თუ ვისგან იღებს თანხებს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics