23:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 09:35:14, 368 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში

ლიბერალური ფაშიზმი არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების ხელწერა "სიძულვილის და ზიზღის კამპანიების წარმოებაა".

"ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი - თქვენ შეგიძლიათ, გადახედოთ, როგორია სხვა ქვეყნებში პრაქტიკა. ასეთი ძალები, ერთი და იგივე ცენტრიდან მართული ძალები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, რომ დათესონ ზიზღი, სიძულვილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიძულვილს დავუპირისპირდეთ ამ ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი, რამაც უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბრის არჩევნებში, არის სწორედ ის, რომ უნდა დასრულდეს სიძულვილი ამ ქვეყანაში. ეს არის პრინციპული არჩევანი, რომელიც უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბერს და ასევე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური "ნაცმოძრაობა", მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics