|
2024-09-07 13:07:08, 651 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახური - რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58 ჩამოვაგდეთ - ფრაგმენტები რადას შენობასთანაც ჩამოვარდა
უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58-ის ჩამოგდება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგემ “შაჰიდის“ ტიპის დრონები კურსკიდან და იეისკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვა. 58 ჩამოგდებული საფრენი აპარატის გარდა, ექვსი დრონი უკრაინის ძალების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრციდან გავიდა რუსეთის, ბელარუსისა და ოკუპირებული ლუგანსკის მიმართულებით, ხოლო სამი დრონის ფრენის მიმართულება უკრაინის ძალებმა დაკარგეს. რუსეთის ძალებმა დრონები უკრაინის სხვადასხვა ოლქის, მათ შორის კიევის მიმართულებით გაუშვეს. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში დრონების ფრაგმენტები საცხოვრებელი სახლისა და საბავშვო ბაღის ეზოში ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ასევე, უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები უმაღლესი რადას შენობასთან ჩამოვარდა, პარლამენტში აღნიშნავენ, რომ მომხდარის შედეგად დაზიანებები არ ფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)