01:13 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 09:06:47, 368 ნახვა

პოლიტიკა
შაჰინი „ოცნებაზე“ - მათ უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია

"ქართულ ოცნებას" უნდა დიქტატურა და არა დემოკრატია,- ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი National journal-თან ინტერვიუში აცხადებს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

შაჰინის თქმით, "საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას ხედავენ".

"შემაშფოთებელია დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის დაშლაზე საუბრობს. ისინი ძირითადად ავტოკრატიად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია.

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს, ევროატლანტიკურ მომავალს, არ შეესაბამება. ვფიქრობ, ძალიან რთულია დანახვა, როგორ გააგრძელებს საქართველო დემოკრატიას, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი",- განაცხადა შაჰინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics