23:04 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-05 13:34:52, 389 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - ჩინეთის, ბრაზილიისა და ინდოეთის ლიდერები უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებით გულწრფელად არიან დაინტერესებული

ჩინეთის, ბრაზილიისა და ინდოეთის ლიდერები გულწრფელად არიან დაინტერესებული უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებით,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთს მუდმივი კონტაქტი აქვს ჩამოთვლილ სამ ქვეყანასთან.

“ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილი ჩვენი მეგობრების, პარტნიორების მიმართ, რომლებიც, როგორც მიმაჩნია, გულწრფელად არიან დაინტერესებული ამ კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრით. უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი.

მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს კოლეგებთან ამ საკითხზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ქვეყნების ხელმძღვანელები, რომლებთანაც ჩვენ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს, გულწრფელად მიისწრაფვიან იმისკენ, რომ დაეხმარონ უკრაინაში 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალებით დაწყებული ამ რთული პროცესის ყველა დეტალის გარკვევაში“,- აღნიშნა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის განმარტებით, რუსულ მხარეს არასდროს უთქვამს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე უარი, თუმცა, მისი თქმით, ეს უნდა მოხდეს “სტამბოლში შეთანხმებული და ფაქტობრივად პარაფირებული დოკუმენტების საფუძველზე“.

“ჩვენ შევძელით მოლაპარაკება, ამაში მდგომარეობს მთელი ფოკუსი, ამაზე მეტყველებს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის ხელმოწერაც, რომელმაც ამ დოკუმენტის პარაფირება მოახდინა. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინულ მხარეს მთლიანობაში მიღწეული შეთანხმებები აწყობდა. ისინი ძალაში არ შევიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მისცეს ბრძანება, არ გაეკეთებინათ ეს. აშშ-ის, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ელიტებს გაუჩნდათ სურვილი, მიეღწიათ რუსეთის სტრატეგიული მარცხისთვის“,- აღნიშნა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics