2024-09-04 09:02:54, 380 ნახვა
მსოფლიო
განცი - ნეთანიაჰუმ არ უთხრა საზოგადოებას სიმართლე, რომ ის ვერ დააბრუნებს მძევლებს, ვერ დაიცავს სამხრეთს, ვერ შეაჩერებს ირანს
პარტია “ეროვნული ერთიანობის“ ლიდერი და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბენი განცი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების გათავისუფლების პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნეთანიაჰუ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს.
განცის თქმით, ომის კაბინეტში ყოფნისას, ნეთანიაჰუ მძევლების გათავისუფლების მცდელობებს მუდმივად აფერხებდა.
“პრემიერ-მინისტრმა არ უთხრა საზოგადოებას სიმართლე, რომ ის ვერ დააბრუნებს მძევლებს სახლში, ვერ დაიცავს სამხრეთს, ვერ დააბრუნებს ჩრდილოეთის მაცხოვრებლებს საკუთარ სახლებში და ვერ შეაჩერებს ირანს, რომ შექმნას ბირთვული იარაღი“,- აღნიშნა განცმა.
ამასთან, განცმა კიდეც ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,