|
2016-02-19 19:11:40, 841 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა სპეციალობით მომზადებული 18 ოფიცერი შეემატა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა სპეციალობით მომზადებული 18 ოფიცერი შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სპეციალიზაციის კურსების დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდა. ოფიცრებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. „სამინისტროში წელს პირველად იმართება „ცოდნის კვირეული“. სპეციალიზაციის კურსებზე ხარისხიანი სწავლება მიმდინარეობს. ეს არის სწავლება წარმატებისთვის, გამარჯვებისთვის, წინსვლისთვის, როგორც თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის, ისე - ქვეყნისთვის. კურსების დასრულების ცერემონიალით გვსურდა, მხარი დაგვეჭირა იმ ბიჭებისთვის, რომლებმაც სასწავლო პროცესი წარმატებით გაიარეს. უშუალოდ ვნახეთ ის მოქმედებები, რომელიც მათ ისწავლეს. ვნახეთ ხარისხი, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კურსები მათი განათლების მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია და სამხედროები კიდევ ბევრს ისწავლიან“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, თავის მხრივ, სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „სასიხარულოა, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და, კერძოდ, ოფიცერთა კორპუსმა კიდევ ერთი კვალიფიციურად მომზადებული ოფიცერთა ნაკადი მიიღო. ეს ოფიცრები სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ საბრძოლო უზრუნველყოფის დანაყოფებში, რაც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ოპერაციის თუ სამხედრო მოქმედების წარმატებით განხორციელებისთვის“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამი სხვადასხვა სპეციალობის კურსი დასრულდა. სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსები. ცერემონიალის დასასრულს სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა კურსდამთავრებულებმა შესწავლილი ცოდნის პრაქტიკული ჩვენება გამართეს. მოეწყო სამხედრო და სპეციალური სასწავლო აღჭურვილობის გამოფენაც. „ცოდნის კვირეული“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმა. კვირეული 17 თებერვალს გაიხსნა და 25 თებერვალს დასრულდება.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)