|
2024-09-03 16:09:40, 871 ნახვა
რეგიონი
ქედაში, კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეიქმნება
სოფელ ახოში, ახალი პარკის მშენებლობისთვის პერიმეტრის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მოეწყო რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები.ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა: დასასვენებელი ფანჩატური, დეკორატიული ქვაფენილი, წყლის შადრევანი, ლამპიონები, მწვანე საფარი და დეკორატიული ხეები. "სკვერი აღჭურვილი იქნება სხვადასხვა ტიპის საბავშვო გასართობი ატრაქციონებით და ტრენაჟორებით. ახალი პარკის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 466 419 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს ,,ლეგიონი" ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რომან დავითაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები", - ნათქვამია ინფორმაციაშ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)