|
2024-09-03 15:05:37, 287 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა “მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-8 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მინისტერიალში ასევე მონაწილეობდნენ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პეტერ სიიარტო, აგრეთვე ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ივა პეტროვა, რუმინეთის მთავრობის გენერალური მდივანი მირჩა აბრუდეანი და ევროკომისიის წარმომადგენელი სირილ ლუაზელი. მინისტრიალში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი. მისასალმებელ სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის მიმართულებით. მისი თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ამ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. “საქართველო ამაყობს, რომ ასრულებს მთავარ როლს ამ პროექტში. მინისტრთა პირველი შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი სამუშაო გაკეთდა ამ პროექტის შესასრულებლად. სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის თანახმად, პროექტი პერსპექტიული და ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევა იყო შედეგიანი და ჩვენი შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს კიდევ უფრო აქტიური და დაჩქარებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მონაწილე ენერგეტიკულ კომპანიებს შორის შეთახმებაზე ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა ვალდებულებას, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი იყოს წარმატებული. “ჩვენი თანამშრომლობით შეგვიძლია შევქმნათ უფრო მდგრადი და წარმატებული მომავალი ჩვენი ქვეყნებისათვის და მათ ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტერიალზე იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ „CESI“ გამართა პრეზენტაცია მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევის შესახებ. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების” ცვლილების ოქმს. მინისტერიალზე ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 4 ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების (სს „საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემას“, „აზერენერჯის“, National Power Grid Company Transelectrica S.A-სა (რუმინეთი) და “MVM Zrt” - ს (უნგრეთი)) მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიგინეიშვილმა.
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)