|
2016-02-19 18:39:47, 901 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია. ანა დოლიძე აბიტურიენტებს შეხვდა და მათ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის (ეთა) შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „თავდაცვის აკადემიას მომავალი სასწავლო წლისთვის მიღება აქვს გამოცხადებული. ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება ბევრმა მოტივირებულმა ახალგაზრდამ მოგვმართოს და გახდეს სამხედრო. ამიტომ, „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში, განათლების გამოფენაში ვმონაწილეობთ. ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება, რომელზეც ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი დონის სამხედრო განათლებას და, რეალურად, ეროვნული თავდაცვის აკადემია არის ამ ტიპის ერთადერთი დაწესებულება საქართველოში“, - განაცხადა ანა დოლიძემ. საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში წელს 6 ქვეყნის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობს. „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში, ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „ცოდნის კვირეულის“ ერთ-ერთი კომპონენტია. „ცოდნის კვირეული“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმა. კვირეული 17 თებერვალს გაიხსნა და 25 თებერვალს დასრულდება.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)