09:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 18:26:10, 755 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე უწყების წარმომადგენლებმა საბანკო სექტორს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნეს, რომელიც ეხება მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

შეხვედრაზე კომერციული ბანკების წარმომდგენელთა მხრიდან დადებითად შეფასდა მთავრობის კომუნიკაცია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ის ინიციატივა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან იქნება შესაძლებელი აღნიშნულ რეფორმაში საბანკო სექტორის ჩართვა.

„მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრები გაგრძელდება სხვა ტიპის ბიზნეს ასოციაციებთან, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებთან, იცით, რომ გვქონდა შეხვედრა ბიზნეს ასოციაციასთან. ასე რომ, ვიმუშავებთ ძალიან გახსნილად, რათა მაქსიმალურად მეგობრული გარემო შევქმნათ ბიზნესისთვის და ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics