02:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-01 15:52:03, 345 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე: ხელისუფლებამ გაახმოვანოს რას სთავაზობენ ეკლესიას

თუ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაპირებები არ არის საარჩევნო ტრიუკი, მაშინ გაახმოვანონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დასრულდა წარმატებით, ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ისინი მხარს უჭერენ კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიო განსაზღვრას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიაჩნიათ, რომ ამას მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა დაეთანხმოს.

„თუ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაპირებები არ არის საარჩევნო ტრიუკი, მაშინ გაახმოვანონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დასრულდა წარმატებით. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ჩვენ დაუყოვნებლივ დავუჭერთ მხარს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი წინადადება მისაღები იქნება ეკლესიისთვის.

ჩვენ მომხრე ვართ, რომ კონსტიტუციის დონეზე მკაფიოდ განისაზღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიგვაჩნია, რომ ამას მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა დაეთანხმოს. ამიტომ კონსტიტუციაში ცვლილებებზე კენჭისყრა საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მოხდეს. ეს დაიცავს ეკლესიას „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო პროპაგანდაში ჩართვის მცდელობებისგან და კიდევ ერთხელ გააძლიერებს მის სტატუსს საკონსტიტუციო დონეზე.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ესენი არიან ბიძინა და „ოცნება“, რომელთა SGB უსმენს, ჩაწერს და შემდეგ აქვეყნებს „რეპორტაჟებს“ ეკლესიის შანტაჟის მიზნით“, წერს მამუკა ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics