23:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 11:04:37, 396 ნახვა

საზოგადოება
32-ე ბატალიონის ოცეულის დონის ტაქტიკური საველე სწავლება გაიმართა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ოცეულის დონის გეგმიური ტაქტიკური სწავლება დასრულდა. 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორკვირიან წვრთნაში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
წვრთნების განმავლობაში ჯარისკაცებს სხვადასხვა სახის ამოცანების შესრულება მოუწიათ. მათ ტყიან რელიეფზე შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები - პატრულირება, კონტაქტზე რეაგირება, ძებნა და რეიდი შეასრულეს.
სწავლების დასკვნით ფაზაზე შემაჯამებელი კომბინირებული საველე ტაქტიკური წვრთნა გაიმართა. ოცეულის დონის ქვედანაყოფის დავალება ტაქტიკური გადაადგილება და ჩასაფრებული მოწინააღმდეგის განეიტრალება იყო. ჯარისკაცებმა დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი.
გეგმიური საველე სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა წარმოადგენს და იგი პერმამენტულად ტარდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics