01:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 19:53:24, 454 ნახვა

მსოფლიო
​უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონღოლეთს მოუწოდებს, ქვეყანაში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინი დააკავოს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონღოლეთს მოუწოდებს აღასრულოს საერთაშორისო სისხლის სამართალის სასამართლოს ნაკისრი ვალდებულები და დააპატიმროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

უკრაინის საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ მონღოლეთის მთავრობა "აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა და ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილეობისთვის მისი დაკავების ორდერი გასცა".

"უკრაინელი ბავშვების გატაცება მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი დანაშაულიდან, რომლისთვისაც პუტინი და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანარჩენი წარმომადგენლები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ეს პირები დამნაშავეები არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში, მკვლელობებში, გაუპატიურებებში, ძარცვაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვასა და გენოციდში", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი მონღოლეთში 3 სექტემბერს არის დაგეგმილი, ეს იქნება ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტი რომის სტატუსის მონაწილე ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერი გაიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics