10:58 - 26 Jul, 2026
|
2024-08-30 09:31:23, 658 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბმა F-16-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნა დაადასტურა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, F-16-ის ტიპის თვითმფრინავის განადგურების ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის დროს F-16-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. "26 აგვისტოს რუსეთის საჰაერო იერიშის მოგერიებისას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა F-16-ები გამოიყენა. საჰაერო ორთაბრძოლის დროს ავიაგამანადგურებლებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს და მეტოქის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. ერთ-ერთმა თვითმფრინავმა იერიშის დროს ბაზასთან კავშირი დაკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა თვითმფრინავი ჩამოვარდა, მფრინავი დაღუპულია", - წერია გენშტაბის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)