10:54 - 26 Jul, 2026
|
2024-08-29 12:43:38, 698 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება მოკავშირეებს - რუსეთის რეაქციის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ არ გვეშინია, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ის, რაც გვჭირდება - ამ ომში გავიმარჯვებთ
რუსეთის რეაქციის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ არ გვეშინია, არაფრის არ გვეშინია, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ის, რაც გვჭირდება - ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებას თქმით, ომს დიდი რესურსი, ფინანსები, ძალისხმევა და აღჭურვილობა სჭირდება. "მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემები ყოველთვის ხალხის თავში იწყება. რუსეთის შემოჭრის დაწყებისთანავე ყველაზე დიდი პრობლემა, რაც უკრაინას შეექმნა ის იყო, რომ ჩვენი მოკავშირეების გადაწყვეტილების მიღებაში ესკალაციის შიში დომინირებდა. შეიძლება ეს არ იცოდეთ, მაგრამ ახალი ტიპის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინის ყველა მოთხოვნა, თავდაპირველად, უარს აწყდებოდა",- განაცხადა კულებამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)