|
2024-08-27 16:10:26, 746 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - უკრაინა კურსკის ოლქში 100-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებს, 594 რუსი სამხედრო კი ტყვედ აიყვანეს
რუსეთმა კურსკის რაიონში 30 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანა და ეს მაჩვენებელი იზრდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა. სირსკის თქმით, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინამ ტყვედ აიყვანა 594 რუსი სამხედრო და აკონტროლებს 100-ზე მეტ დასახლებას, ანუ 1 294 კვადრატულ კილომეტრს. "დღეისთვის ჩვენ ავიღეთ კონტროლი 1 294 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე - ეს არის 100 დასახლება... ასევე მნიშვნელოვნად შევავსეთ გაცვლითი ფონდი: დღეს ამ მიმართულებით ტყვედ გვყავს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურე", - განაცხადა სირსკიმ. მისი თქმით, კურსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციის ჩატარების ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ეს იყო - მტრის მნიშვნელოვანი ძალების სხვა მიმართულებებიდან გაყვანა - პირველ რიგში ეს ეხება პოკროვსკის და კურახივის მიმართულებებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)