06:58 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 09:01:45, 545 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა - დაშავებულია 47 ადამიანი

რუსეთის მიერ უკრაინაზე 26 აგვისტოს განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, დაშავებულია 47 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა"   უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამაშველო სამსახურებმა მუშაობა მტრის მიერ დილით განხორციელებული მასირებული დარტყმების ყველა ლოკაციაზე დაასრულეს.

"რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საჰაერო თავდასხმის 236 საშუალება გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა.

რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად უკრაინის 15 ოლქი, მათ შორის ვოლინის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქები დაზარალდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics