|
2024-08-26 12:28:32, 315 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეათე ნაკადზე მიღება დაიწყო
“საქართველოს ბანკი“ აგრძელებს მეწარმეობის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ჩართულობით, ახორციელებს მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას, რომლის ფარგლებში ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე სრულ მხარდაჭერას სთავაზობს. ამჟამად, პროექტის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო. შერჩეული ქალი მეწარმეები 10 დან 13 სექტემბრის ჩათვლით ინტენსიურ საგანმანათლებლო ვორკშოპებში მიიღებენ მონაწილეობას, გაივლიან ონლაინ კურსებს და მიიღებენ რეკომენდაციებს კვალიფიციური მენტორებისგან. პროგრამის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების პარტნიორია EFSE Entrepreneurship Academy. შეხვედრებზე განხილული იქნება საწარმოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: გაყიდვები, ციფრული მარკეტინგი, გუნდის მართვა, ფინანსები, კომუნიკაციები და სხვა. პროგრამის მონაწილეებს ამ თემებზე ინფორმაციას შესაბამისი დარგის სპეციალისტები გაუზიარებენ. აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 4 ღირებულებას ეფუძნება. ესენია:
პროგრამა მის მონაწილეებს პროფესიული კავშირების დამყარებისა და სანაცნობო ქსელის გაფართოებაში ეხმარება. რაც მთავარია, მათ ბიზნესის გამოწვევების გადაჭრასა და ახალი უნარების განვითარებაში უწყობს ხელს. “მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გრძელდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მეწარმეებს ნებისმიერი კუთხიდან თუ სფეროდან შეუძლიათ. ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ვისმენთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს და ვცდილობთ, ფინანსური, საგანმანათლებლო თუ სხვა ტიპის პროექტებითა და ინიციატივებით, მეტი შესაძლებლობები გავუზიაროთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამასთან, შვედეთის მთავრობასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, პროექტს ვაგრძელებთ და მეწარმე ქალებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენასა და გაძლიერებაში ვეხმარებით“,- აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, “საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ახალ ნაკადზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ “საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს. რეგისტრაცია 2 სექტემბრამდე გრძელდება.
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)