|
2024-08-23 17:16:39, 506 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Excel-ის კურსი დაემატა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათ განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ახალი, Excel-ის გამოყენების კურსი დაემატა, რომელსაც გიორგი დათუკიშვილი გაუძღვება. კურსი 4 მოდულისგან შედგება, რის ფარგლებშიც განხილული იქნება შემდეგი თემები : • როგორ დავამუშაოთ ბიზნესისთვის საჭირო მონაცემები? • როგორ ავირიდოთ თავი შეცდომებისაგან და მონაცემთა დუბლირებისგან? • FAQ - სხვადასხვა ამოცანებით • როგორ გამოვიყენოთ წლიური დაგროვილი მონაცემები გადაწყვეტილებების მისაღებად „საქართველოს ბანკში მუდმივად ვიკვლევთ პარტნიორი ბიზნესების საჭიროებებს და აქტიურად ვმუშაობთ ისეთი სერვისებისა და პროდუქტების შესაქმნელად, რაც ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტურ კურსებს, რომლებსაც ჩვენს უფასო ონლაინ პლატფორმა - Businesscourse.ge-ზე ვათავსებთ. ამჯერად, პლატფორმას ექსელის კურსი დაემატა, რომელიც არა მარტო ბიზნესის წარმომადგენელებს, არამედ ყველა დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, უფრო სიღრმისეულად გაეცნონ ამ პროგრამას და შეისწავლონ, თუ როგორ დაამუშაონ საჭირო მონაცემები. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას და სამომავლოდ არაერთ საინტერესო კურსს შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს“, - განაცხადა რუსუდან ბარათაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა. აღნიშნული ბიზნესკურსი მომზადებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. ინფორმაციისთვის, Businesscourse.ge საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს უფასოდ სთავაზობს მრავალფეროვან კურსებსა და მასტერკლასებს. კურსები ვიდეო ლექციების ფორმატშია ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს ცოდნა სასურველ თემაზე. პლატფორმაზე უკვე 50-ზე მეტი უფასო კურსია ხელმისაწვდომი ფინანსების, მარკეტინგის, ბუღალტერიის, ბიზნესის მართვის საფუძვლებისა და სხვა საკითხების შესახებ. ბიზნესკურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს..
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)