2024-08-23 16:18:14, 362 ნახვა
მსოფლიო
ვოლგოგრადის ოლქში კოლონიის პატიმრებმა მძევლები აიყვანეს
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მე-19 გამოსასწორებელი კოლონიის პატიმრებმა მძევლები აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა დისციპლინური კომისიის სხდომის დროს მოხდა.
"დაშავდა ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ოთხი თანამშრომელი, რომლებიც გადაიყვანეს სუროვიკინოს ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში. არავითარი საფრთხე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არ არის", - განაცხადა ვოლგოგრადის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა.
ამჟამად მძევლად აყვანილთა გასათავისუფლებლად ოპერაცია მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველთა დანაყოფები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,