12:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 16:05:51, 355 ნახვა

საზოგადოება
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ბაზრობებსა და ბაზრებში აქტიურად მიმდინარეობს

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით  ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ამჯერად, საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ბაზრობებსა და ბაზრებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.  

"ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ცესკოს წარმომადგენლები მოქალაქეებს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და  ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, ასევე იმართება საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაციაც, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ პრაქტიკაში გამოსცადონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. აღნიშნულ შეხვედრებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს მასშტაბით არსებული ბაზრობებისა და ბაზრების 31 ლოკაციაზე,  21-27 აგვისტოს პერიოდში განახორციელებენ.   

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ცესკოს მიერ გამართული საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი  საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას პირადად გაეცნო და ნახა თუ როგორ მუშაობს საარჩევნო აპარატები. ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics