04:18 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 11:52:02, 267 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვისაც უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა

ხალხი ხედავს, ერთადერთი ძალა, ვისაც მშვიდობა უნდა, „ქართული ოცნებაა“, ამიტომ მას ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მთავარ დაპირებად ისევ რჩება მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და ეკონომიკური განვითარება.

"დღეს "ქართულ ოცნებას" ქვეყნის მასშტაბით  ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ხალხი ხედავს, რომ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვისაც უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა. ხალხი ხედავს იმ საფრთხეებსაც, რაც ჯერ კიდევ არსებობს - მოწოდებები სანქციების მიერთებასთან და მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. საზოგადოების მხარდაჭერა, რაც დღეს არსებობს, შემთხვევითი არ არის. ყველას უნდა მშვიდობა, ვის უნდა ბომბები ცვიოდეს და ის ხდებოდეს, რაც მაგალითად, უკრაინაში ხდება. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ომი. არ გვაქვს იმის ფუფუნება, ჩვენი ემოციურობით და ცხელი გულით  დავუშვათ შეცდომა. მომავალი თაობები არ გვაპატიებს იმას, რომ ამ შეცდომამ ათეული წლით უკან დაგვაბრუნოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics