|
2024-08-23 11:01:55, 685 ნახვა
ომი უკრაინაში
კამალა ჰარისი - როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ ვიქნები უკრაინისა და ჩვენი ნატოს მოკავშირეების გვერდით
კამალა ჰარისმა მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა უკრაინასა და ნატოს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. ამის შესახებ- Associated Press იუწყება. “როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ დავდგები უკრაინისა და ჩვენი ნატოს მოკავშირეების გვერდით“,- თქვა მან. “ხუთი დღით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინას შეუტევდა, მე შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამეფრთხილებინა რუსეთის შეჭრის გეგმების შესახებ“. მე დავეხმარე გლობალური პასუხის მობილიზებას - 50-ზე მეტ ქვეყანას - პუტინის აგრესიისგან თავის დასაცავად. და როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ ვიქნები უკრაინისა და ჩვენი ნატოს მოკავშირეების გვერდით“,- განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა. ჰარისმა ასევე გააკრიტიკა დონალდ ტრამპის პოზიცია, რომელიც “ნატოდან გასვლით იმუქრება“ და თვლის, რომ “რუსეთს შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)