05:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 10:54:10, 352 ნახვა

მსოფლიო
დროებით ოკუპირებულ ცხინვალში რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რაიონ შანხაიში რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.

მედიის ცნობით, გარდაცვლილი 43 წლისაა და სამხედრო ბაზიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. ცხედარი ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. 

"ადგილზე, წინასწარი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ გამოვლენილა, თუმცა სიკვდილის ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი აქტიურად მონაწილეობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში უკრაინაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics