05:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 09:52:33, 330 ნახვა

მსოფლიო
ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო

კამალა ჰარისმა ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა ოფიციალურად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით,  ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის დასკვნით დღეს სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.

„ვიცი, რომ ამ საღამოს ჩვენ გვიყურებენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები და მინდა, თქვენ იცოდეთ: გპირდებით, რომ ვიქნები პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის“, – აღნიშნა ჰარისმა.

სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრეზიდენტმა, ჰარისმა ისაუბრა თავის ბიოგრაფიაზე, საარჩევნო კამპანიის ძირითად საკითხებზე და თავისი მეტოქე, რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. კამალა ჰარისის განცხადებით, დონალდ ტრამპი არასერიოზული კაცია, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება.

ჰარისმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში "შესაძლებლობების ეკონომიკას" შექმნის და საშუალო კლასისთვის გადასახადებს შეამცირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics