|
2024-08-22 16:03:37, 407 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2024“ გაიმართა
"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, პარტნიორი ბიზნესების და მათ მიერ ინიცირებული საინტერესო პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2024“ გაიმართა. ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად 19 აგვისტოს, მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ იმართება. დოღში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60- მდე მხედარმა მიიღო მონაწილეობა. ტრადიციული დოღის ფარგლებში ოთხი გარბენი შედგა, რომელთა მანძილი 1.200, 2.400, 2.400 და 4.800 მეტრს შეადგენდა. I გარბენი - „ნაბეღლავის თასი“, რომლის გარბენის მანძილი 1,200 მეტრია. მისი გამარჯვებული საბა ეხვაია გახდა. მეორე და მესამე ადგილი კი გიორგი ცინცაძემ და საბა ხურციამ დაიკავეს. II გარბენი - „გურიის თასი“ - ს გამარჯვებული დათო ფერაძე გახდა. მეორე ადგილი კოტე კვაჭანტირაძემ, ხოლო მესამე ადგილი მურად გიორგაძემ დაიკავა. გარბენის მანძილი 2 400 მეტრი გახლდათ; III გარბენი - „გმირების თასი“, რომლის გარბენის მანძილი 2,400 მეტრია. შეჯიბრებაში საბა ხურციამ გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილი კი გიორგი ცინცაძემ და მამუკა ცაგურიშვილმა გადაინაწილეს; ღონისძიების მთავარი, IV გარბენის - “ბახმაროს თასი“ მარულას მანძილი კი 4,800 მეტრს შეადგენდა. გამარჯვებული და მთავარი პრიზის მფლობელი მფლობელი თორნიკე თოდრია გახდა. მეორე ადგილი გიორგი ცინცაძემ, ხოლო მესამე ადგილი გიორგი ფოფხაძემ დაიკავა. ღონისძიების საპრიზო ფონდი 20.000 ლარს შეადგენდა. როგორც ღონისძიების მთავარმა მხარდამჭერმა, „ბახმაროს თასი 2024“ – ის გამარჯვებულს საქართველოს ბანკმა მთავარი პრიზი გადასცა. "საქართველოს ბანკი" პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საინტერესო, სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ტრადიციულად, წელსაც „ბახმაროს თასის“ მთავარი პარტნიორები ვიყავით. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ერთის მხრივ ხელს უწყობს ტრადიციული სპორტული ღონისძიებების პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი რეგიონის განვითარებას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აღნიშნული ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება და წელს 30 000 - მდე მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა, ამ დაუვიწყარ სანახაობას დასწრებოდა. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)