|
2024-08-22 12:51:24, 318 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი, ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია
ბაზისბანკი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 99-ე სეზონს, საერთაშორისო პროექტების წარმდგენის სტატუსით უერთდება. ახალი თეატრის ახალ, საერთაშორისო თეატრალურ სეზონზე, ბაზისბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების, სცენოგრაფების, კომპოზიტორებისა და მხატვრების კოლაბორაციას ახალი თეატრის დასთან ერთად იხილავს მაყურებელი. აღნიშნული გამოცდილება ახალი გამოწვევა იქნება მაყურებლისთვის და მეტად მრავალფეროვანს გახდის ქართულ თეატრალურ ცხოვრებას. ბაზისბანკი და ახალი თეატრი პირველ საერთაშორისო პროექტს უკვე სექტემბერში შესთავაზებს ქართველ მაყურებელს. ევროპული თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი, ანდრი ჟოლდაკი, ახალი სპექტაკლის - "ლურჯწვერას“ პრემიერით წარსდგება მაყურებლის წინაშე (ფანტასმაგორია ორ მოქმედებად). ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი თეატრი, საერთაშორისო თეატრალური სეზონის ფარგლებში, მსოფლიო თეატრალური სცენის უმნიშვნელოვანესი დრამატურგების ნამუშევრებს წარუდგენს თეატრის მოყვარულებს. "დიდი მადლობა ბაზისბანკს თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო პროექტები, რომლებიც ახალი სეზონიდან იგეგმება ახალ თეატრში და რომელთა განხორციელების შესაძლებლობა ბაზისბანკთან პარტნიორობით გახდა შესაძლებელი. ეს პროექტები უმნიშვნელოვანესია როგოც ჩვენი თეატრისთვის, ისე ზოგადად ქართული კულტურისთვის. შევხვდებით თეატრში.“ - აცხადებს ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი. "ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას. სწორედ ამ მიზნით, ახალ თეატრთან პარტნიორობით, ახალი სეზონიდან საერთაშორისო პროექტებს წარვუდგენთ მაყურებელს. ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია თეატრალური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად და ახალი თეატრალური გამოცდილების მისაღებად. ჩვენსა და ახალ თეატრს შორის თანამშრომლობის დაწყება ახალი წარმატებების საწინდარი იქნება. საერთაშორისო სეზონის ფარგლებში, ბევრ მნიშვნელოვან პროექტს იხილავს მაყურებელი.“ - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური. ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, თოჯინების თეატრების გაერთიანების და ახალი თეატრალური სივრცის - "თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორია, მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)