06:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-21 14:39:03, 446 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 26 ოქტომბერს ხალხი აკრძალავს იმ ძალადობას, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ჩადის

26 ოქტომბერს ხალხი აკრძალავს იმ ძალადობას, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ჩადის,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილს უნდა ესმოდეს რომ ძალა ხალხშია.

“თუ ვინმე ვინმეს აკრძალავს, აკრძალავს, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, იქნება ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს. ხალხი აკრძალავს იმ ძალადობას და იმ უსაქმურობასაც, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ჩადის. ცხადია ეს ყველაფერი და ეს ფორმა მმართველობის სტილის არის რუსული. ბიძინა ივანიშვილმა სხვა არც იცის და არც უნახავს და არც აინტერესებს,  მას ჰგონია, რომ თუ დაჩაგრავს ადამიანებს, აი მაშინ ძალაუფლებას შემოიმტკიცებს,თუმცა უნდა ესმოდეს, რომ ძალა ხალხშია“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics