2024-08-21 14:02:03, 388 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი მოსკოვში ჩავიდა
ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
მედიის ცნობით, ციანი რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს ხვდება.
”რუსი და ჩინელი ხალხის მეგობრობას დიდი ისატორია აქვს. მე კიდევ უფრო ვიგრძენი რუსი ხალხის დიდი პატრიოტიზმი და ეს მახსენებს იმ რთულ და დიდებულ დროებს, როდესაც 70 წლის წინ ჩვენ ერთად ვიბრძოდით ნაცისტების წინააღმდეგ და ვიცავდით მშვიდობას მთელი კაცობრიობისთვის”,- თქვა ციანმა.
ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე მსჯელობენ.
მოგვიანებით ციანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდება.
რუსეთის შემდეგ, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ბელარუსს ეწვევა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,