07:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-19 17:08:06, 423 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ეს არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის - არჩევანის გაკეთება მარტივია

ეს არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და აქ არჩევანის გაკეთება მარტივია - არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი პრინციპული დღემდე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა.

“რეგიონში აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. უახლოეს დღეებში ჩვენ ასევე თბილისში დავასახელებთ რვავე დელეგატს და შესაბამისად, თბილისშიც სრულად ჩაირთვება კამპანია. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები ბოლომდე მივიტანოთ საზოგადოებამდე. ამას ისედაც ვაკეთებთ, ბუნებრივია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ საარჩევნო კამპანია გაძლევს იმის საშუალებას, რომ უშუალოდ მიხვიდე მოქალაქეებთან და ესაუბრო იმ საკითხებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. ყველა წინა არჩევნები იყო პრინციპული, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ასეთი პრინციპული დღემდე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და რეალურად აქ არჩევანის გაკეთება მარტივია - არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics