2024-08-18 17:52:50, 649 ნახვა
მსოფლიო
ლიბანში აფეთქების შედეგად გაეროს 3 მშვიდობისმყოფელი დაშავდა
ლიბანის სამხრეთში აფეთქების შედეგად გაეროს 3 მშვიდობისმყოფელი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ლიბანში გაეროს დროებითი ძალების წარმომადგენლობაზე (UNIFIL) დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც UNIFIL-ის განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქება გაეროს კუთვნილი მანქანის მახლობლად, სოფელ იარინესთან პატრულირებისას მოხდა.
"ყველა მშვიდობისმყოფელი უსაფრთხოდ დაბრუნდა თავის ბაზაზე. ჩვენ ინციდენტს ვიკვლევთ",- ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,