08:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-18 17:17:46, 649 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური - ვითარება ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე უცვლელია

ვითარება ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე უცვლელია,- ასე ეხმაურება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური სამხედროების განთავსებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას.

როგორც საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერმა, პოლკოვნიკმა ანდრეი დემჩენკომ "უკრაინსკაია პრავდას" უთხრა, საზღვართან ბელარუსის დანაყოფების პირადი შემადგენლობის ან ტექნიკის რაოდენობის ზრდა არ შეინიშნება.

"ბელარუსის რესპუბლიკასთან საზღვარზე არსებული სიტუაცია უცვლელია. როგორც ვხედავთ, ლუკაშენკოს რიტორიკა ასევე არ იცვლება, მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას ტერორისტი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ ამჟამად ვერ ვხედავთ ჩვენს საზღვართან ბელარუსის დანაყოფების პირადი შემადგენლობის ან ტექნიკის რაოდენობის ზრდას",- აცხადებს დემჩენკო.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინამ ბელარუსის საზღვართან 120 ათასი სამხედრო განათავსა, რასაც მისივე თქმით, მინსკმა საღვრის გასწვრივ ბელარუსის არმიის თითქმის მესამედის განთავსებით უპასუხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics