05:09 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-16 11:59:03, 344 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ხახუბია - პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებ ფოთის, ხობისა და სენაკის უკეთესი მომავლისთვის!

პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებ ფოთის, ხობისა და სენაკის უკეთესი მომავლისთვის! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დელეგატობის კანდიდატი და მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია სოციალურ ქსელში წერს.

ხახუბია მმართველ პარტიას ნდობისთვის მადლობას უხდის.

"ჩემო ფოთელებო, ხობელებო და სენაკელებო! 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი, რათა მოსახლეობასა და კანდიდატს შორის არ შესუსტდეს კავშირი და ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჰყავს წარმომადგენელი დელეგატის სახით.

მაქვს პატივი, კვლავ წარმოვადგინო ფოთი, ხობი და სენაკი საქართველოს პარლამენტში დელეგატის რანგში. პირადად ჩემთვის ეს არის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა გავაგრძელო საქმე, რომელიც მე და ირაკლიმ წლების წინ ერთად წამოვიწყეთ. ჩვენი მაჟორიტარობის პერიოდში ფოთში, ხობში და სენაკში განვითარება თანაბრად შეეხო ინფრასტრუქტურას, რეკრეაციას, სოფლის მეურნეობას, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, სკოლებსა და ბაღებს, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მიმართულებებს.

მე მქონდა შესაძლებლობა, ერთი წელი გამეგრძელებინა ირაკლის წამოწყებული ბევრი სასიკეთო საქმე და ამასთანავე შევძელი, ჩვენი საერთო სურვილი სისრულეში მომეყვანა, რაც ქალაქ ფოთისთვის ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესებას გულისხმობს, რომელიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების სათავე იქნება.

პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებ ფოთის, ხობისა და სენაკის უკეთესი მომავლისთვის!
მადლობა მინდა გადავუხადო "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის!

დიდი იმედი მაქვს ჩემი ფოთელების, ხობელებისა და სენაკელების მხარდაჭერის! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით! მხოლოდ ევროპისკენ!" - წერს ხახუბია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics