|
2024-08-15 09:25:07, 727 ნახვა
ომი უკრაინაში
გენშტაბი - უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომს დაარტყეს
უკრაინელმა სამხედროებმა ერთდროულად რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გენშტაბში აცხადებენ, რომ აეროდრომებზე ბაზირებულია არმიის ავიაცია, "სუ-34" და "სუ-35" გამანადგურებელი ბომბდამშენი და სხვა სამხედრო თვითმფრინავები. "14 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად, იერიში მიიტანეს ვორონეჟის 4 აეროდრომზე - რუსეთის ფედერაციის კურსკის და ნიჟნინოვგოროდის ოლქებში. დაზიანდა სამხედრო აეროდრომები - „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)