14:25 - 26 Jul, 2026
|
2024-08-14 15:52:16, 1200 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - კურსკის რეგიონში წინ წავიწიეთ, დილიდან 100-ზე მეტი რუსი სამხედროა ტყვედ ჩავარდნილი
კურსკის რეგიონში წინ წავიწიეთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან, ალექსანდრ სირსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ზელენსკის თქმით, დილიდან 100-ზე მეტი რუსი სამხედროა ტყვედ ჩავარდნილი. "შემდგომ პროგრესს ვაღწევთ კურსკის რეგიონში - დღის დასაწყისიდან სხვადასხვა რაიონში ერთი-ორი კილომეტრით დავწინაურდით. ამ დროისთვის 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია ტყვედ ჩავარდნილი. ეს დააჩქარებს ჩვენი ბიჭებისა და გოგოების სახლში დაბრუნებას",- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)